Tuesday, February 21, 2012

ყველანი ერთად სიკეთის სამსახურში

24 თებერვალს, 17 სააათზე, ევროპული სკოლა გეპატიჟებათ საქველმოქმედო საღამოზე ”ყველანი ერთად სიკეთის სამსახურში“. რომელშიც სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობენ პროექტ "ჯეოსტარის" ლაურეატები.

შემოწირული თანხა მოხმარდება მ. იაშვილის სახელობის კლინიკის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა განყოფილებას.


ევროპული სკოლა


Thursday, February 9, 2012

საქველმოქმედო აქციები

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული სკოლა სისტემატიურად ატარებს საქველმოქმედო აქციებს.

სკოლა დახმარებას უწევს ორგანიზაციებს: „კათარზისს“, “კარიტაზს“, წყნეთის ბავშვთა სახლს და უმწეოთა ოჯახებს, აგრეთვე ეხმარება მ. იაშვილის სახელობის კლინიკის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა განყოფილებას.